ქართულიEnglish

 

სტატისტიკა
მიმდინარე კვირაში
ორშაბათი223
სამშაბათი 0
ოთხშაბათი 0
ხუთშაბათი 0
პარასკევი 0
შაბათი 0
კვირა 0
სულ კვირის განმავლობაში: 223
სულ : 66115
დამთვალიერებლები საიტზე ახლა არის: 2 სტუმარი
- სტუმარი : 2
- დარეგისტრირებული მომხმარებელი: 0
გვერდის განახლება: 09-03-2010

ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
ZUGDIDI STUDING UNIVERSITY
Loading...

სტუდენტთა მობილობა საქართველოს აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
 

საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთ უმთავრეს ნაწილს სტუდენტთა მობილობის სისტემის შექმანა წარმოადგენს. წინა წლებში ამ სისტემის არარსებობა ართულებდა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მეორეში გადასვლას და ამავდროულად, ხელს უწყობდა კორუფციას.
დღეისათვის სტუდენტთა მობილობის პროცედურა რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების” საფუძველზე.
დადგენილი წესის თანახმად, სტუდენტს სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერშეუძლია გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამასთან, გადასვლა შეუძლიათ აკრედიტებული და არააკრედიტებული დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც:

  • სწავლობენ იმ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლებათ.
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ 2005-2006 ან 2006-2007 სასწავლო წლებში.

აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის პროცედურა შემდეგია:

დასაწყისში სტუდენტმა უნდა გაარკვიოს რომელ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს დარეგისტრირებული სტუდენტთა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები, ამისათვის:

  • სტუდენტი ამოწმებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენცრის ვებ-გვერდს ან უკავშირდება მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას;
  • სტუდენტი მიმართავს შერჩეულ სასწავლებელს და რექტორის სახელზე წერს განცხადებას გადასვლასთან დაკავშირებით, თან წარადგენს პირადი საქმის ასლებს;
  • აღნიშნულის საფუძველზე მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაადგენს აკადემიური პროგრამების შესაბამისობას სტუდენტის მიერათვისებულ სასწავლო კურსებსა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისთვის სასურველ პროგრამას შორის;
  • თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერგადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებულ ადგილების რაოდენობას, აკადემიური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სტუდენტი აბარებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერდადგენილი წესით გადასაყვან წერილობით გამოცდას;
  • სემესტრის დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე, სტუდენტს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერეცნობება გადაყვანის წესით მისი შესაძლო ჩარიცხვის შესახებ;
  • სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს რექტორი გამოსცემს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ აქტის პროექტზე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერდადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ.

                                   წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. განცხადება რექტორის სახელზე

2. პირადობის მოწმობის ასლი

3. ატესტატის ასლი

4. ეროვნული საგამოცდო ცენტრის სერტიფიკატის ასლი

5. სტუდენტის პირადი ბარათის ასლი, დამოწმებული გამომშვები უნივერსიტეტის მიერ

6. ამონაწერი სტუდენტის გამომშვებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან, დამოწმებული გამომშვები უნივერსიტეტის მიერ. (ბეჭედი,  ხელმოწერა,  თარიღი)

7. ორი ფერადი ფოტოსურათი 3/4

8. კურსიდან კურსზე გადმოყვანის ბრძანების ასლი

 

 

სტუდენტის ძებნა....

2009-06-2

 


views of WWW.ZDU.EDU.GE

Search

Loading...

სასარგებლო ბმულები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


გამოცდების ეროვნული ცენტრი


გამოცდების ეროვნული ცენტრი


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი


საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი


რუსთაველის ფონდი


ირმის ნახტომი


განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი


ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი


2007 © კერძო სამართლის იურიდიული პირი